ახალი ამბები
ქუთაისში "გრანდმოლის" თანამშრომლებმა გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს
FaceBook
სავაჭრო ცენტრში 4000 მდე ადამიანი მუშაობს

სავაჭრო ცენტრ "გრანდმოლის" თანამშრომლებმა, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის შეწყვეტის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს. სავაჭრო ცენტრის  თანამშრომლები აცხადებენ, რომ გარემოვაჭრეები საკუთარ პროდუქციას მყიდველებს ქუჩაში სთავაზობენ, რის გამოც კლიენტი შენობაში აღარ შედის.

" სახელმწიფო ვალდებულია, ყველა ბიზნესს თავისუფალი კონკურენციის გარემო შეუქმნას, რაც ჩვენს შემთხვევაში დარღვეულია.  პროდუქცია აღარ იყიდება. მაღაზიებს კეტავს ხალხი. ასეთ პირობებში არც მუშაობა და საერთოდ არსებობა აღარ შეიძლება",-ამბობს "გრანდმოლის" დირექტორი ნატო დანელია.

გარემოვაჭრეები ადგილის გათავიუსფლებას არ აპირებენ და ამბობენ, რომ ეს მათი ერთადერთი  შემოსავლის წყაროა.

სავაჭრო ცენტრში 4000 მდე ადამიანი მუშაობს, სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ათობით გარემოვაჭრეა დასაქმებული. 



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სასწავლო წლის ზამთრის
არდადეგები 26 დეკემბერს დაიწყება.
15:43 / 10.12.2025
ქუთაისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 26 დეკემბერს დაიწყება.
2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია - ავტოკრატიულმა
სამართალშემოქმედებამ, თავისუფლების არათანაზომიერმა შეზღუდვამ
განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების
თავისუფლებაზე,
13:48 / 10.12.2025
2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია - ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე,

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.