ახალი ამბები
კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ობიექტებზე საინფორმაციო დაფების განთავსება იგეგმება
FaceBook
ცვლილები  იმ კოდექსის საფუძველზე განორციელდება, რომელსაც შესაბამისი სააგენტოს წარმომადგენლები გასული წლიდან მუშაობენ.


საქართველოში, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ობიექტებზე საინფორმაციო დაფის განთავსება იგეგმება.

"მზადდება სრულიად ახალი საიტი, სადაც ქვეყნის მასშტაბით არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტებზე იქნება სრული ინფორმაცია. ასევე, საინფორმაციო დაფის განთავსება იგეგმება, არა მხოლოდ საცხოვრებელი სახლებისთვის, რომელთაც აქვთ ზემოთ აღნიშნული სტატუსი მინიჭებული, არამედ ეკლესიებისთვის და თითოეული სამუზეუმო ექსპონატებისთვისაც", - განმარტავს ქუთაისიპოსტთან საუბარში კულტურული მემკვდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, ნინი დარჩია. 

სააგენტოში განმარტავენ, რომ ცვლილები იმ კოდექსის საფუძველზე განორციელდება, რომელსაც შესაბამისი სააგენტოს წარმომადგენლები გასული წლიდან მუშაობენ. როგორც  ნინი დარჩია ამბობს, კოდექსზე მუშაობა მიმდინარე წელს დასრულდება. 

სააგენტოს წარმომადგენლების ინფორმაციით, კოდექსის მიხედვით, განსაზღვრული იქნება ის უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლში მცხოვრებლებს ექნებათ. 

იმერეთის რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში სულ 674 ობიექტი არის შესული. აქედან, რამდენია საცხოვრებელი სახლი უცნობია, რადგან სააგენტოში ამის ცალკეული  ბაზა არ აქვთ.



Print