ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში დედამიწის დღე აღნიშნეს
FaceBook
22 აპრილს მსოფლიოში დედამიწის დღე აღინიშნება.


ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედამიწის დღე აღნიშნეს.

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში სტუდენტების და საჯარო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

"მიხარია, რომ ახალგაზრდების მხრიდან დედამიწას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. აუცილებელია გავუფრთხილდეთ დედამიწას, რომელიც ყველა ჩვენთაგანისთვის არის საერთო და მის გარეშე არ არსებობს სიცოცხლე,"- განმარტა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, შალვა კირთაძემ.

დედამიწის დღის აღსანიშნავად, უნივერსიტეტის სტუდენტების ნამუშევრებთან ერთად, გამოფენილი იყო ქუთაისის რვა და მარტვილის სამი საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები.

დედამიწის დღე პირველად 1970 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სენატორი გეოლორდ ნელსონის ინიციატივით მას შემდეგ დაარსდა, რაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რამაც ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია.
Print