ახალი ამბები
გადავარჩინოთ კოლხური ბზა - საინფორმაციო კამპანია ხონში
FaceBook
კოლხური ბზის გადასაჩენად ხონში აქცია მოეწყო.

აქცია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკრებულოს და რეგიონალური ინიციატივების ცენტრის თანამშრომლობით გაიმართა.

აქცია "გადავარჩინოთ კოლხური ბზა" საინფორმაციო ხასიათს ატარებდა, რომლის ფარგლებშიც ხონის მოსახლეობას ფლაერები დაურიგდათ.

კოლხური ბზა საქართველოს წითელ წიგნსა და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაშია შეყვანილი.

შესაძლოა, ბზა საკარანტინო ნუსხაში შევიდეს და მისი ტრანსპორტირება აიკრძალოს. ბზის უკანონო გადაზიდვისთვის სპეციალისტები ჯარიმის დაწესებას ითხოვენ.

გარემოს დაცვის ექსპერტების ინფორმაციით, საქართველოში ბუნებრივი გავრცელების არეალში, ბზა 95%-ით განადგურდა. მათ შორის, 100-200-წლიანი ბზის კორომები გახმა.

კოლხური ბზის გადასარჩენად სახელმწიფო ორგანოებმა და პარტნიორმა ორგანიზაციებმა ერთად დაიწყეს ზრუნვა, მიმდინარეობს ბზის შეწამვლის პროცესი.

სპეციალისტების მიერ მომზადდა კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული რეაგირების გეგმა, რომლის შესრულება დაწყებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჯანსაღი კორომების აღწერა, რომლიდანაც მოხდება თესლის და კალმის აღება გამრავლებისთვის.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების
გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა
დროებით შეიზღუდება.
15:10 / 29.04.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
13:41 / 29.04.2024
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.