ახალი ამბები
ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტში ქართული ენის დღე აღნიშნეს
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღე აღნიშნეს.

"საქართველოს უახლოეს ისტორიაში 14 აპრილი არის უმნიშვნელოვანესი დღე, რადგან ამ დღეს იშვა დამოუკიდებელი საქართველო. 1978 წლის 14 აპრილი რომ რომ არა, არ იქნებოდა საქართველო დამოუკიდებელი. ამიტომ, ამ დღეს განსაკუთრებული პატივი ყველამ უნდა მივაგოთ"-ამბობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, შალვა კირთაძე.

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე, 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოერთმია და მთავარ ენად რუსული გამოეცხადებინა. თბილისში მოსკოვის ამ მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა, რომელმაც შედეგი გამოიღო და სახელმწიფო ენად ისევ ქართული შენარჩუნდა.



Print