ახალი ამბები
ბალერინობაზე მეოცნებე გოგოს ახალგაზრდულმა ცენტრმა უფასო სწავლება აჩუქა
FaceBook
"როგორ იჯდა ცისფერთვალება გოგო ახალგაზრდული ცენტრის საბალეტო დარბაზის კიბესთან და ოცნებობდა ბალერინობაზე"



ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატალი პატარიძე საბალეტო სკოლაში მომხდარ იმ ამბავზე ყველა, რის გამოც ბანერინობაზე მეოცნებე გოგოს უფასო სწავლება აჩუქეს.

"ბალეტის მეცადინეობა იწყება, დიდი ცისფერთვალება ბრიალა გოგო ბიძაშვილს ყოველ გაკვეთილზე დაჰყვება და კიბის საფეხურიდან უჭვრიტინებს რეპეტიციებს, ასე გრძელდება ყოველდღე, ყოველ მეცადინეობაზე.

მერე ჩვენი პედაგოგი ეძახის, ძელთან აყენებს და ბავშვი მთელი წლის რეპერტუარს უშეცდომოდ იცეკვებს.

ასე მოულოდნელად, ნამდვილი, ფარფატა ნიჭიერი ბავშვი შეგვრჩება ხელში, კიბის საფეხურს ამოფარებული ნიჭით.

დღეს ჩვენ მას ვაჩუქეთ უფასო სწავლება.

იმედი მაქვს ეს ზღაპარი, როგორც დაიწყო ისე გაგრძელდება და წლების შემდეგ უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მოჰყვება ამბავს ცნობილ ბალერინაზე, როგორ იჯდა ცისფერთვალება გოგო ახალგაზრდული ცენტრის საბალეტო დარბაზის კიბესთან და ოცნებობდა ბალერინობაზე".
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.