ახალი ამბები
ორი წლის წინ დაგებული გზა წყლის სისტეტმის სარეაბილიტაციოდ აყარეს
FaceBook
წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რამდენიმე  რეაბილიტირებული ქუჩა გაიჭრა.


ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე, მერიის პროგრამა "კორპუსის" ფარგლებში ორი წლის წინ დაგებული გზა აყარეს. მოსახლეობის ფინანსური მონაწილეობით დაგებული ბეტონის საფარი, წყალგაყვანილობის სისტემის სარეაბილტაციო სამუშაოების გამო გაიჭრა.

ქუთაისში, წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს. სამუშაოების გამო, კომპანიას ადრე დაგებული გზების აყრა მოუწია.

სულხან-საბას #49 კორპუსის მცხოვრებელბი ამბობენ, რომ მერია არაგონივრულად მოიქცა, როცა, ჯერ მოსახლეობას საკუთარი სახსრებით გზა დააგებია, შემდეგ კი მისი აყრა მოუწია.

"პროგრამა" კორპუსის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობა ეზოების კეთლმოწყობას თანადაფინანსების პრინციპით ახორციელებს. მერია პროგრამის ღირებულების 90%-ს ადგილობრივი ბიუჯეტიდან აფინანსებს, თანხის 10%-ს კი მოსახლეობა იხდის.

2014 წელს, #49 კორპუსის წინ არსებული გზის მოწესრიგებისთვის 33 ათასი ლარი დაიხარჯა. აქედან 3 300 ლარი მოსახლეობამ გადაიხადა.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ წყლის სისტემის სარეაბილტაციო სამუშაოების შედეგად დაზიანებული გზის აღდგენაზე პასუხისმგებელი "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაა", ზოგ შემთხვევაში კი გზის საფარს თავად მერია დააგებს.

მერიაში ასევე, ამბობენ, რომ რეაბილიტაციის შედეგად დაზიანებული გზები პირვანდელი სახით აღდგება. 

ქუთაისის მერი შოთა მურღულია ამბობს, რომ ქალაქს 24 საათიანი წყალმომარაგება 2018 წლიდან ექნება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.