ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ განჯის ქუჩაზე ღვარსადენის რეაბილტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა
FaceBook
76 618 ლარის ღირებულების ტენდერი მიმდინარე წლის 4 აპრილს გამოცხადდა.


ქუთაისის მერიამ განჯის ქუჩაზე ღვარსადენის რეაბილტაციისთვის ტენდერი გამოაცადა.

76 618 ლარის ღირებულების ტენდერი მიმდინარე წლის 4 აპრილს გამოცხადდა. ტენდერით დაინტრერესებულ პირებს წინადადებების წარდგენა 22 აპრილიდან შეუძლიათ.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ღვარსადენის მაგისტრალური მილის სიგრძე 283 მეტრი იქნება.

განჯის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი თანხის 5% ადგილობრივ ბიუჯეტიდან გამოიყო, ხოლო 95% პროგრამების სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებს წარმოადგენს.

განჯის ქუჩაზე არსებული მოუწესრიგებელი გზის საფარის შესახებ ქუთაისიპოსტმა ვიდეორეპორტაჟი მოამზადა.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, სანიაღვრე სისტემისა და გზის საფარის რეაბილიტაცია საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ მომხდარა. მათი მტკიცებით, გზის საფარის რეაბილიტაციის მოთხოვნით, ქალაქის მერიას ჯერ კიდევ 2014 წელს წერილობით მიმართეს.

როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ქუთაისიპოსტს განუცხადეს, განჯის ქუჩაზე გზის საფარის მოწყობამდე, სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს. სამსახურის უფროსის, მალხაზ ბასილაძის განმარტებით, განჯის ქუჩაზე გზისა და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია ეტაპობრივად მოხდება და 2017 წლისთვის დასრულდება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისელი ბარმენი ემელიანე ბაბუნაშვილი ევროპის ჩემპიონატზე
იასპარეზებს.
10:49 / 11.12.2024
ქუთაისელი ბარმენი ემელიანე ბაბუნაშვილი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი
საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების მიმართ არასათანადო
მოპყრობის ფაქტებზე საუბრობს.
16:15 / 10.12.2024
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე საუბრობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.