ახალი ამბები
ნიკა ლატარია:- "შეაჩერონ მშენებლობა, ხმის ამომღები არ ვარ"
FaceBook
არასამთავრობო სექტორი ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე "არგოს"  მშენებლობას აპროტესტებს

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ლატარია, ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე კაფე-ბარ "არგოს" მშენებლობასთან დაკავშირებულ ბრალდებებს პასუხობს.

საკრებულოს დეპუტატი ამბობს, რომ მშენებლობაში მას ბიზნეს ინტერესი არ აქვს და აღნიშნული ტერიტორია ქალაქის მერს გამოსავლის სახით შესთავაზა.

"არავითარი ინტერესი არ მაქვს "არგოსთან" დაკავშირებით. პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ბიზნესწილი მაქვს ამ მშენებლობაში. შეაჩერონ მშენებლობა, მე ხმის ამომღები არ ვარ",-ამბობს ლატარია.

ქუთაისში, ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე კაფე-ბარის მშენებლობა ათმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გააპროტესტა. არასმთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, მიმართვა ქალაქის მერს გაუგზავნეს და ერთკვირიანი ვადა მისცეს.

არსამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ნიკა ლატარიას და ქალაქის მერს შოთა მურღულიას, ტერიტორიის კორუფციული გზით გასხვისებაში ადანაშაულებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები


საგაზაფხულო ფლიმარკეტი სინათლისთვის უკვე მეორედ
იმართება როგორც ონლაინმედიების მხარდამჭერი ღონისძიება და 30-31
მაისს Slink Cafe-ში ჩატარდება, რომელიც ილიას ბაღი-ში
მდებარეობს.
14:40 / 18.05.2026

საგაზაფხულო ფლიმარკეტი სინათლისთვის უკვე მეორედ იმართება როგორც ონლაინმედიების მხარდამჭერი ღონისძიება და 30-31 მაისს Slink Cafe-ში ჩატარდება, რომელიც ილიას ბაღი-ში მდებარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო
შეიქმნება, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი
კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგსა და სამართლებრივ
რეაგირებაზე იმუშავებს.
11:28 / 18.05.2026
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო შეიქმნება, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგსა და სამართლებრივ რეაგირებაზე იმუშავებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.