"რეგიონალური განვითარების ფონდის" დაფინანსებით, ზესტაფონის სოფელ არგვეთაში გზის 3კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო.
პირველ ეტაპზე, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სოფელ არგვეთას 800 მეტრიან მონაკვეთს ჩაუტარდება, რისთვისაც "რეგიონალური განვითარების ფონდიდან" 145 ათასი ლარი დაიხარჯება.
ზესტაფონის ერთ-ერთი მთავარი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი კი მომავალი წლიდან დაიწყება.
პროექტისთვის სულ ერთი მილიონი ლარია გამოყოფილი.
3 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია 2018 წელს უნდა დასრულდეს.
იმერეთსა და საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონში ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 7 პირი დააკავეს.
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზარში დღეს გამთენიისას გაჩენილმა ხანძარმა 13 სავაჭრო ჯიხური გაანადგურა.




მასალის გამოყენების პირობები