ახალი ამბები
დევნილთა დასახლებაში ორი კვირის წინ დანიშნული მიკროსაავტობუსო ხაზი,შესაძლოა, გაუქმდეს
FaceBook
ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ  ადგილობრივები მიკროავტობუსით არ სარგებლობენ

ქუთაისში, დევნილთა დასახლებაში ორი კვირის წინ დანიშნული # 101 მიკროსაავტობუსო ხაზი შესაძლოა გაუქმდეს. ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახური ხაზის რენტაბელობის საკითხს მომავალ კვირას განიხილავს, რის შემდეგაც გადაწყდება, იმუშავებს თუ არა #101 მიკროავტობუსი ჭონქაძის ქუჩაზე.

ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ირაკლი ცხვედიანი ამბობს, რომ მოსახლეობა მიკროავტობუსით გაუგებარი მიზეზებით არ სარგებლობს. ხაზი კი მგზავრთა ნაკადის გარეშე ვერ იარსებებს.

"არ ვიცი რატომ არ დაყვებიან. არსებობს ვიდეოკადრები, როგორ უვლის ყველა გვერდს მიკროავტობუსს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მომვალ კვირაში განვიხილოთ ღირს თუ არა ამ ხაზის დატოვება",-ამბობს ირაკლი ცხვედიანი.

დევნილთა დასახლებაში მიკროავტობუსის დანიშვნას უარყოფს თავად მოსახლეობა. ჭონქაძის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ #101 მიკროავტობუსი სვლაგეზზე მათ არ დაუნახავთ და გადაადგილება კვლავ ფეხით უწევთ.

ირაკლი ცხვედიანის ინფორმაციით კი ჭონქაძის ქუჩაზე მიკროავტობუსი ბოლო ორი კვირაა რეგულარულად მოძრაობს.

"დილის 9-ის ნახევარზე, პირველ საათსა და საღამოს 6-ის ნახევარზე დადის. გამოვაკარით კიდეც შესაბამისი გრაფიკი, მოსახლეობასაც შევხვდით, მაგრამ ვერ გეტყვით რატომ არ სარგებლობენ",-ამბობს ცხვედიანი.

#101 მიკროსაავტობუსო ხაზი შპს "ნიუ ტრანსპორტს" ეკუთვნის, რომელიც ამასთანავე #48 და #100-ის გადამზიდი კომპანიაა.

დევნილთა დასახლებაში მიკროავტობუსის დანიშვნის დაპირება ქუთაისის მერიამ მოსახლეობას ერთი თვის წინ მისცა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის
წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე
თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
17:11 / 01.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე
აქციის დარბევას ეხმაურება.
13:27 / 01.05.2024
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.