ახალი ამბები
ქუთაისში ჟვანიას სკოლაში მედიატური მიმდინარეობს
FaceBook

ქუთაისში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის მედიატური ტარდება.


სკოლის საქმიანობის გაცნობა, სამომავლო გეგმები, შეხვედრა სკოლის ადმინისტრაციასა და საჯარო მოხელეებთან - ეს ის საკითხებია, რომელსაც მედიის წარმომადგენლები ორი დღის მანძილზე გაეცნობიან.

ასევე, ჟურნალისტები ტურის ფარგლებში იმ საჯარო მოხელეებს შეხვდებიან, რომლებიც გადამზადებას სკოლის სასწავლო პროგრამების შემდეგ დარგობრივ კურსებზე გადიან.

თუმცა, მედიატურის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში დანერგილ სიახლეზე, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით ქართული ენის სწავლებას ითავლისწინებს.

"სკოლა სრული სახელმწიფო დაფინანსებით უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის სწავლებას ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. იქნება ეს საქართველოს თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ლეგალურად იმყოფება საქართველოში. ეს შეიძლება იყოს ინვესტორი, ტურისტი და ასეთ ცვლილებზე საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული," - აცხადებს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, ქეთევან ჯაყელი.

როგორც სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, განსაკუთრებული ყურდაღება ეთმობა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებით მათი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა ხდება.

"მათ ვასწავლით სახელმწიფო ენას და შემდეგ უკვე ეძლევათ შესაძლებლობა პროფესიული კუთხით აიმაღლონ კვალიფიკაცია," - აცხადებს ქეთევან ჯაყელი.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 2005 წელს დაარსდა. 2014 წლიდან კი სკოლა განახლებული პროგრამით ფუნქციონირებს. სკოლაში საჯარო მოხელეთა გადამზადება ორი პროგრამით: სახელმწიფო ენის სწავლებისა და საჯარო მმართველობა-ადმინისტრირებით ხორციელდება.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 716 063 ლარი
შევიდა, მხოლოდ მაისში კი 186 595 ლარი.
2025 წლის იანვარ-მაისის მონაცემებია.
15:44 / 21.06.2025
უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 716 063 ლარი შევიდა, მხოლოდ მაისში კი 186 595 ლარი.
2025 წლის იანვარ-მაისის მონაცემებია.
საქართველოს პროკურატურამ, საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის
ფაქტზე, ორი პირი დააკავა.
11:09 / 21.06.2025
საქართველოს პროკურატურამ, საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე, ორი პირი დააკავა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.