ახალი ამბები
"ადამიანს პიროვნება განსაზღვრავს და არა დიაგნოზი" - ქუთაისში აუტიზმის მსოფლიო დღე აღნიშნეს
FaceBook
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს ქუთაისში ცენტრალურ პარკში.

"დღევანდელი დღის სლოგანი არის "გაანათე ლურჯად აუტიზმისთვის", ამიტომ ვცდილობთ ვატაროთ ლურჯი აქსესუარები და ვუპასუხოთ ყველა იმ შეკითხვას, რაც საზოგადოებას აინტერესებს. მსოფლიოს ყველა ქვეყანა ცდილობს აღნიშნოს ეს დღე. ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ მოგვეწყო მარათონი ცენტრალურ პარკში. ამით გვინდა საზოგადოებას ვუთხრათ, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების წევრები არიან , ადამიანს პიროვნება განსაზღვრავს და არა დიაგნოზი" -  განაცახადა ორგანიზაცია "ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის" ბავშვთა ადრეული პროგრამის კოორდინატორმა,  მაირიამ ჯავახაძემ.

აუტიზმი არის ნეირობიოლოგიური დარღვევა, რომლის დროსაც სამი ძირითადი პრობლემა ვლინდება:

1.ორმხრივი სოციალური კომუნიკაცია

2.ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია

3. ქცევა.

აპრილი აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო თვედ არის გამოცხადებული.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ
დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.
16:49 / 10.09.2026

„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი
საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და
მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ
არის.
14:16 / 07.09.2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.