ახალი ამბები
სამტრედიის გამგეობა მოვაჭრეებს გარევაჭრობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
FaceBook
სამტრედიის გამგეობის თანამშრომლებმა, პოლიციასთან ერთად, აგრარული ბაზრის მიმდებარედ, ჭანტურიას ქუჩაზე გამაფრთხილებელი რეიდი მოაწყო.


გამგეობის რეიდის მიზანი გარევაჭრობის პრობლემის მიგვარებაა.

ადგილობრივი ხელისუფლების წამორმადგენლებმა გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ადგილებზე გადასვლა შესთავაზა, ხოლო იმ მოვაჭრეებს, რომლებსაც მაღაზიები აქვთ და გარევაჭრობას მისდევენ, პროდუქციის მაღაზიებში შეტანისკენ მიუთითა.

სამტრედიის გამგეობაში განმარტავენ, რომ თუკი გარემოვაჭრეები გაფრთხილებას არ გაითვალისწინებენ, მათ შესაბამისი ჯარიმების გადახდა მოუწევთ.

"საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 55 .2 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება, ანდა მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა და საზოგადოებრივი ადგილების სარეგბლობის თვითნებური შეზღუდვა ფიზიკური პირებს 500 ლარიან ჯარიმას უწესებს, ხოლო იურიდიული პირები 2000 ლარის ოდენობით დაჯარიმდებიან.

განმეორების შემთხვევაში ფიზიკურ პირს 3000 ლარის, ხოლო იურიდიულ პირს 4000 ლარის გადახდა მოუწევს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში არსებულ მუხნარის
ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი
12:11 / 20.08.2025
ქუთაისში არსებულ მუხნარის ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი"-ს ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია ტენდერს ( NAT250015047) აცხადებს.


შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 58`000 ლარია.

ფესტივალი გაიმართება 13-14 სექტემბერს.

ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად ფესტივალზე წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მუსიკალური ჟანრები:

Ibiza House Classics
Trance Anthems 
Dance & Disco Classics
დამატებით დასაშვებია: Deep House და Chillout Grooves



ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით კონცერტების ხანგრძლივობა თითოეულ დღეს არანაკლებ 180 წუთი.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი
მოქალაქე.
15:44 / 19.08.2025
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.