წყალტუბოს №2 საჯარო სკოლის შენობიდან სწავლის დაწყებიდან სამ
დღეში უსაფრთხოების გამო გაყვანილი მოსწავლეები იმავე სკოლაში
დააბრუნეს.
სკოლის შენობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა სწავლის დაწყების
შემდეგ გახდა ცნობილი.
წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მამუკა
ჩხეტიანის განცხადებით, დასკვნაში ეწერა, რომ შენობა არარენტაბელური
იყო და მის შეკეთებას ახალი სკოლის აშენება სჯობდა.
უსაფრთხოების მიზნით, 21 სექტემბრიდან მოსწავლეები ერთი კვირის
განმავლობაში ონლაინ რეჟიმში სწავლობდნენ. პარალელურად, განათლების
სამინისტრო სასწავლო პროცესის ალტერნატიულ სივრცეში გაგრძელების
საკითხზე მუშაობდა.
მოსწავლეებისთვის ალტერნატიულ სივრცედ თავდაპირველად წყალტუბოს №1
საჯარო სკოლის შენობა განიხილებოდა, თუმცა იქ სწავლა მეორე ცვლაში
უნდა გაგრძელებულიყო,
რასაც მშობლები არ ეთანხმებოდნენ. ისინი
მოსწავლეების კოლეჯის შენობაში გადაყვანას ითხოვდნენ.
ახლა განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მოსწავლეებმა სწავლა
კვლავ №2 საჯარო სკოლის შენობაში განაახლეს.
ჩხეტიანის თქმით, არსებული დასკვნის მიხედვით, სკოლის შენობა ავარიული
არ არის.
სკოლაში დაახლოებით 800 მოსწავლე სწავლობს.
რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მოსწავლეების დაბრუნება
დროებითი გადაწყვეტილებაა. სწავლა ამ შენობაში, სავარაუდოდ, პირველი
სემესტრის ბოლომდე ან სასწავლო წლის დასრულებამდე გაგრძელდება.
სასწავლო წლის დასრულების შემდეგ გადაწყდება, რა ბედი ელის სკოლის
შენობას. ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება არსებული შენობის დემონტაჟი და
მის ადგილზე ახალი სკოლის აშენება.
ამავე თემაზე:
წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები
მოსწავლეების კოლეჯის შენობაში გადაყვანას ითხოვენ
მასალის გამოყენების პირობები