ახალი ამბები
ქუთაისში სოლომონ პირველის ქუჩაზე წყალი ამოდის
FaceBook
"წყალი შუა ტრასაზე ამოდის ფანტანივით, ეტყობა თავის დროზე ვერ გააკეთეს კარგად, სულ რომ ფუჭდება"


ქუთაისში, სოლომონ პირველის ქუჩაზე საკანალიზაციო ჭიდან წყალი ამოდის. ადგილობრივების განმარტებით, მსგავსი დაზიანებები აღნიშნულ ქუჩაზე ხშირად არის.

"წყალი შუა ტრასაზე ამოდის ფანტანივით, ეტყობა თავის დროზე ვერ გააკეთეს კარგად, სულ რომ ფუჭდება. სავარაუდოდ, საკანალიზაციო მილი არის გამოსაცვლელი", - განმარატვენ სოლომონ პირველის ქუჩის მცხოვრებლები.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ არსებული დაზიანების შესახებ მათთან შეტყობინება არ შესულა.

"თქვენი შეტყობინების შემდეგ კი ტექნიკურ ჯგუფს გავუშვებთ და შეაკეთებენ დაზიანებას", - აღნიშნავენ წყალმომარაგების კომპანიაში.
Print