ახალი ამბები
„ბალავერი მთლიანად გაიხსნა“ – ხორითში მცხოვრები ოჯახი საცხოვრებელს ტოვებს
FaceBook

ხარაგაულის სოფელ ხემაღალისა და ღვერკის შემდეგ, საცხოვრებელ სახლებზე ბზარები უკვე მეზობელ სოფელ ხორითშიც გაჩნდა.

ადგილობრივი მცხოვრები ლამარა გრძელიძე ამბობს, რომ მის სახლს ბზარები ყოველდღიურად ემატება და დაზიანება იმდენად გაღრმავდა, რომ ბალავერიც გაიხსნა. მისი თქმით, სოფელში მხოლოდ მისი სახლია ასეთ მდგომარეობაშია.


მისი თქმით, გეოლოგებმა ტერიტორია უკვე შეისწავლეს, ოჯახი კი უსაფრთხოების მიზნით ქირით გადაიყვანაზე შეთანხმდენენ. 


„ჩემი სახლის ბალავერი მთლიანად გახეთქილია, ბზარები სულ უფრო იმატებს. არ ვიცი, რამ გამოიწვია, მაგრამ ყოველდღე უარესდება. ჩემს უბანში მხოლოდ ჩემი სახლია ასე დაზიანებული. ეს ადგილი ყოველთვის მცოცავ ფერდობად ითვლებოდა.


ხარაგაულში ბინა უკვე ვიქირავეთ და, ალბათ, მალე იქ გადავალთ, მაგრამ ჯერ მიწის ნაკვეთსა და საქონელს ვერ დავტოვებ. მიწას ვამუშავებთ, ძროხაც გვყავს და ასე მარტივად წასვლა არ გამოდის.


300 ლარი დაგვირიცხეს ბინის ქირისთვის, მაგრამ ეს თანხა რას ეყოფა. ცოტას ჩვენც დავამატებთ. ძალიან კარგი სახლი მქონდა, ეს რა დაგვემართა,“ – ამბობს სოფელ ხორითის მცხოვრები ლამარა გრძელიძე.

ოჯახს საცხოვრებლი სახლის  ქირას ხარაგულის მუნიციპალიტეტის მერია გადაუხდის.  

ხარაგაულის სოფელ ღვერკსა და ხემაღალში უკვე ერთ წელზე მეტია, მიწის მასების მოძრაობის გამო მძიმე მდგომარეობაა. მეწყერმა 112 ოჯახის საცხოვრებელი სახლი საცხოვრებლად უვარგისი და საშიში გახადა. დაზიანებულია როგორც საცხოვრებელი სახლები, ისე დამხმარე ნაგებობები.

„ქუთაისიპოსტთან“ საუბრისას ღვერკისა და ხემაღალის მცხოვრებლები აცხადებდნენ, რომ მათი ვარაუდით, მეწყრული პროცესები შესაძლოა ახალი რკინიგზის მშენებლობის დროს ჩატარებულ სამუშაოებს უკავშირდებოდეს. სწორედ ამ საკითხის დადგენას ითხოვენ ისინი სასამართლოს გზით. 


ამავე თემაზე:

"ჩვენ ეკომიგრანტები არ ვართ“ - რას ამბობენ ღვერკისა და ხემაღალის მცხოვრებლები


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა — დაშავდა 13
ადამიანი
13:46 / 26.07.2026

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა — დაშავდა 13 ადამიანი

რა დარღვევები გამოავლინა შრომის ინსპექციამ ქუთაისში, შარტავას
ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ და მიეცემა თუ არა
კომპანიას სამუშაოების გაგრძელების უფლება, უწყება სატელეფონო
კომენტარში არ აკონკრეტებს.
13:02 / 26.07.2026

რა დარღვევები გამოავლინა შრომის ინსპექციამ ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ და მიეცემა თუ არა კომპანიას სამუშაოების გაგრძელების უფლება, უწყება სატელეფონო კომენტარში არ აკონკრეტებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.