ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნა.
პარლამენტის ქუთაისის ყოფილ შენობას, საკანონმდებლო ორგანოს თბილისში სრულად დაბრუნებიდან შვიდი წლის შემდეგ, ახალი ფუნქცია მიენიჭა — შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი ამოქმედდა.
ტექნოლოგიური ჰაბი პროექტის დაანონსებიდან ოთხი წლის შემდეგ, ხოლო თავდაპირველად დაანონსებულ გახსნის თარიღთან შედარებით ერთი წლის დაგვიანებით გაიხსნა.
ჰაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოვიდა. მისი განცხადებით, ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი ცოდნის, ინოვაციისა და ტექნოლოგიური განვითარების რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი გახდება.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ვხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ცოდნის, ინოვაციისა და ტექნოლოგიური განვითარების რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი გახდება. მოხარული ვარ, რომ შენობა, რომელიც იყო წინა ხელისუფლების კორუფციის სიმბოლო, დღეიდან სრულიად ახალ ფუნქციას შეიძენს.
ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
გასული წლების განმავლობაში განვავითარეთ ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერის სისტემა, შევქმენით ტექნოპარკების ეროვნული ქსელი, დავნერგეთ სპეციალური საგადასახადო პირობები ტექნოლოგიური და ინოვაციური ბიზნესისთვის, მოვიზიდეთ საერთაშორისო კომპანიები და ათასობით ახალგაზრდას მივეცით თანამედროვე ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალურად დაუცველთა საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებლები მძიმე საცხოვრებელ პირობებზე საუბრობენ.




მასალის გამოყენების პირობები