ახალი ამბები
ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბი იხსნება – გახსნის ღონისძიების ორგანიზებისთვის 515 008-ლარიანი შესყიდვა განხორციელდა
FaceBook
დღეს,  ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბი ოფიციალურად იხსნება.
გახსნის ღონისძიების ორგანიზებისთვის 515 008-ლარიანი შესყიდვა განხორციელდა.


ჰაბი პარლამენტის ყოფილი შენობის სივრცეში განთავსდა, რომლის რეაბილიტაციასა და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მოწყობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 22 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. პროექტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დაანონსდა.

გახსნის ღონისძიების ორგანიზებისთვის სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე 515 008 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. ტექნიკური დავალებისა და ფასების ცხრილის მიხედვით, ბიუჯეტი სხვადასხვა საორგანიზაციო, ტექნიკურ და შემოქმედებით კომპონენტზე ნაწილდება.

დოკუმენტების მიხედვით, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია 200 დრონისგან შემდგარი შოუ, რომელიც 10–15 წუთს გაგრძელდება და 8–10 სხვადასხვა ვიზუალს გამოსახავს. მომსახურება მოიცავს კონტენტის შექმნას, სატესტო ფრენას, ტექნიკური პერსონალის უზრუნველყოფასა და ლოგისტიკას, რისთვისაც 100 000 ლარია გათვალისწინებული.

შესყიდვა ასევე, ითვალისწინებს ვიდეოგადაღებასა და ვიდეოწარმოებას, მათ შორის სცენარის მომზადებას, გადაღებასა და პოსტპროდაქშენს, რომლის ღირებულება 90 000 ლარია.

ტექნიკური დავალება მოიცავს ოფიციალური ნაწილისთვის სცენის მოწყობას, LED ეკრანების, გახმოვანებისა და განათების სისტემების მონტაჟს, ასევე ღონისძიების ტექნიკურ უზრუნველყოფას.

სტუმრების გამასპინძლებისთვის გათვალისწინებულია 400 ადამიანზე გათვლილი ფურშეტი, 400 ბოთლი შამპანური, შესაბამისი ინვენტარი და მომსახურება, რაზეც 45 000 ლარია გამოყოფილი.

შესყიდვა ასევე მოიცავს ღონისძიების ორგანიზაციულ და ლოგისტიკურ მომსახურებას, მათ შორის ტექნიკური პერსონალის, დიზაინის, ტრანსპორტირების, პროექტის მართვისა და სხვა აუცილებელი სამუშაოების უზრუნველყოფას.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალურად დაუცველთა საცხოვრებელ
კორპუსში მცხოვრებლები მძიმე საცხოვრებელ პირობებზე საუბრობენ.
13:21 / 22.07.2026

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალურად დაუცველთა საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებლები მძიმე საცხოვრებელ პირობებზე საუბრობენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვახო
სანაიას ფეისბუკპოსტის გამო
14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
11:50 / 22.07.2026

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიას ფეისბუკპოსტის გამო 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.