ქუთაისში, ზვიად გამსახურდიასა და ირაკლი აბაშიძის გამზირებს შორის მდებარე ე.წ. კიკვიძის სკვერის რეაბილიტაციისთვის 1 957 776.96 ლარია განსაზღვრული.
სახელშეკრულებო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.
შემუშავებული პროექტი სკვერის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში განხორციელდება ტერიტორიის გაწმენდა და არსებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი, მათ შორის, მოიხსნება ქვაფენილი, სკამები, სანაგვე ურნები, გარე განათების ლამპიონები, კლუმბები და ატრაქციონები.
ასევე დაგეგმილია ახალი ვიბროპრესირებული ქვაფენილის მოწყობა, დამატებითი გამწვანების სივრცეების შექმნა და ახალი ხე-მცენარეების დარგვა.
რეაბილიტაციის ფარგლებში სკვერში განთავსდება ოთხი ტიპის ახალი
სკამი, დეკორატიული გარე განათების ლამპიონები, მათ შორის, ქვაფენილში
ინტეგრირებული სანათები.

„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.




მასალის გამოყენების პირობები