ახალი ამბები
"საქართველოში მიწების 80% ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელია"
FaceBook
არასამთავრობო სექტორის მიერ დადებითად შეფასებული პროექტი კი ეწინააღმდეგება დაურეგისტრირებელი მიწების სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემას.

"საჯარო რეესტრის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილების პროექტი განსახილველად უკვე მზადაა. იუსტიციის სამინისტრომ პროექტის ალტერნატიული ვერსია, რომელსაც არასამთავრობო სექტორის კრიტიკა მოჰყვა, პარლამენტიდან უკან გამოითხოვა.

კანონპროექტის ახალი ვერსია კი განხილვისთვის ორი დღის წინ დარეგისტრირდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში" პროექტის ახალ ვერსიას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ახალი ვერსია მინიმუმამდე ამცირებს მოქალაქის მიერ მიწის დაკარგვის შანსს.

"ეს ვერსია ადრეც ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს, მაგრამ გასულ წელს რატომღაც სხვა პროექტი გაიტანა განსახილველად, რაც მიუღებელი აღმოჩნდა არასამთავრობო სექტორისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის. თუ ის პროექტი კანონის სახეს მიიღებდა, მაშინ აღმოვჩნდებოდით იმ რეალობის წინაშე, როცა ადამიანთა უმრავლესობა, რომლებსაც მიწა დარეგისტრირებული არ აქვთ, დაკარგავდნენ მას. ახალი პროექტი კი, რომელშიც ჩვენი რეკომენდაციებიც არის გათვალისწინებული, მინიმუმამდე ამცირებს ამ შანსს",-ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მთავარი იურისტი თეონა ზაქარაშვილი.

"გამჭვირვალობის" იურისტებმა არასამთავრობო სექტორის მიერ დაწუნებული ძველი და მათი რეკომენდაციებით შედგენილი ახალი ვერსიების შინაარსი, დაინტერესებულ აუდიტორიას "ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" გააცნეს.

იურისტების განმარტებით, კანონპროექტის ძველი ვერსია ავტომატურად თავის საკუთრებაში განიხილავდა ყველა დაურეგისტრირებელ მიწას, შემდეგ კი მოქალაქეს, რომლის მიწაც მასზე საკუთრების უფლების არქონის გამო სახელწიფოს მფლობელობაში აღმოჩნდებოდა, შესაძლებლობას აძლევდა ერთწლიანი შუალედით მიწა თავის სახელზე დაემტკიცებია. თუ მოქალაქე ერთი წლის განმავლობაში რეგისტრაციას არ მოითხოვდა, მიწა ავტომატურად გადადიოდა სახელმწიფოს საკუთრებაში.

ამასთანავე, სახელმწიფო იტოვებდა მიწების განკარგვაზე აკრძალვის უფლებას, რაც იმას ნიშნავს,რომ საჭიროების შემთხვევაში მას შეეძლო ყველა დაურეგისტრირებელი მიწა საკუთარი სურვილისამებრ განეკარგა ან პირიქით. მაგალითად, თუ მოქალაქე მოითხოვდა მიწის დარეგისტრირებას, სახელმწიფოს კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული გამოიყენებდა თუ არა განკარგვაზე აკრძალვის უფლებას ანუ დაურეგისტრირებდა თუ არა მას საკუთრებაში.

იურისტები კანონპროექტის ძველ ვერსიას განსაკუთრებით საგანგაშოდ იმის გამო მიიჩნევდნენ, რომ საქართველოში მიწების 80% ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელია, რაც მათი თქმით, პრობლემას კიდევ უფრო მასშტაბურს გახდიდა.

არასამთავრობო სექტორის მიერ დადებითად შეფასებული პროექტი კი ეწინააღმდეგება დაურეგისტრირებელი მიწების სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემას. ახალი ვერსიით, უპირველეს ყოვლისა უნდა მოხდეს ქვეყნის მასშტაბით არსებული მიწების ინვენტარიზაცია და შემდეგ მათი სისტემური რეგისტრაცია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.