ახალი ამბები
„ბავშვი პრიორიტეტი არ არის“ — ადგილობრივები ქუთაისის სკვერის მოუვლელ მდგომარეობაზე საუბრობენ
FaceBook
ქუთაისში, ზვიად გამსახურდიასა და ჟიული შარტავას ქუჩების კვეთაში მდებარე სკვერი, რომელიც ადგილობრივებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასასვენებელი სივრცეა, მოუვლელია.






ტერიტორიაზე ბალახი გაუთიბავია, დაზიანებულია რკინის შესასვლელი კონსტრუქციები, ხოლო სკვერში არსებულ სოკო-შადრევანში წყალი აღარ მოდის. გარდა ამისა, დაზიანების გამო დემონტაჟებულია საბავშვო ატრაქციონების ნაწილიც, რის გამოც ბავშვებისთვის განკუთვნილი სივრცე ფაქტობრივად სრულად ვერ ფუნქციონირებს.



ადგილობრივების თქმით, სკვერის მდგომარეობა დიდი ხანია პრობლემად რჩება. 

„ამ ქალაქში და ქვეყანაში ბავშვი რომ პრიორიტეტი არ არის, ეს კარგად ვიცით. ამას ვხედავთ როგორც საზოგადოების, ისე ხელმძღვანელი პირების დამოკიდებულებაში. სკვერის დღევანდელი მდგომარეობაც ამის კიდევ ერთი მაგალითია. ბავშვებისთვის განკუთვნილი სივრცე დაზიანებულია, ატრაქციონების ნაწილი აღებულია, შადრევანი არ მუშაობს და ტერიტორია მოუვლელია“, — აცხადებენ ადგილობრივი მცხოვრებლები.
Print