ახალი ამბები
რას ამბობს კომპანია, რომელიც ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე ფასადის რეაბილიტაციას ახორციელებს?
FaceBook

ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაციას შპს „მოდერნ ბილდინგ კომპანი“ ახორციელებს, თუმცა კომპანია მომხდარ უბედურ შემთხვევაზე კომენტარს არ აკეთებს.


„ქუთაისიპოსტი“ კომპანიას დაუკავშირდა იმის გასარკვევად, რამდენად იყო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დაცული, თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მედიაორგანიზაციიდან ვუკავშირდებოდით, სატელეფონო საუბარი მოუცლელობის მიზეზით შეწყდა.


სამუშაოები ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში მიმდინარეობს. მერიამ ტენდერი 2025 წლის ივლისში გამოაცხადა.

სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში გამარჯვებულ კომპანიას  29 ობიექტზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, ასევე აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულება, დაევალა. სამუშაოების ღირებულება 7 882 023 ლარს შეადგენს.


8 ივნისს სამუშაოებზე დასაქმებული ერთ-ერთი მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა და დაიღუპა. როგორც ადგილობრივები „ქუთაისიპოსტთან“ საუბარში აცხადებენ, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მუშა მეორე სართულზე ხარაჩოს აწყობდა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ამავე თემაზე:








Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, კარფურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მრავალსართულიანი
საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობისას
მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
10:41 / 09.06.2026
ქუთაისში, კარფურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობისას მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
ქუთაისის რკინიგზის სადგურის ინფრასტრუქტურა დაზიანებულია.
12:25 / 08.06.2026
ქუთაისის რკინიგზის სადგურის ინფრასტრუქტურა დაზიანებულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.