ახალი ამბები
დაზიანებული ინფრასტრუქტურა ქუთაისის რკინიგზის სადგურზე
FaceBook
ქუთაისის რკინიგზის სადგურის ინფრასტრუქტურა დაზიანებულია.
კერძოდ, ჩამოშლილია მოსაცდელი სივრცის ჭერი.




მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ და „საქართველოს რკინიგზამ“ 2026-2028 წლების განვითარების გეგმის ფარგლებში სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და სადგურების განახლება დააანონსეს, უცნობია, შეეხება თუ არა პროექტი ქუთაისის რკინიგზის სადგურს.

გეგმა ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და სამგზავრო მომსახურების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად „საქართველოს რკინიგზას“ წერილობით მივმართეთ, თუმცა 3 ივნისს გაგზავნილ კითხვებზე  პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
Print