ქუთაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გალა
კონცერტზე თემურ თათარაშვილი იმღერებს.
კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება.
გალა კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი დავით მაზანაშვილი იქნება,
ხოლო ღონისძიებას სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ ერთ-ერთი
სახე, მსახიობი და წამყვანი სალომე შარვაძე წაიყვანს.
საღამოში ასევე მონაწილეობას მიიღებენ აჩიკო ნიჟარაძე, ნუცა ქირია,
დათუნა სირბილაძე, ტრიო „აპრილია“, „ჯორჯიან სიქსი“ და ჯგუფი
„გუფილენდი“.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები
ქუთაისში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციის, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისა
და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით
გაიმართება.
რა ღონისძიებებია დაგეგმილი
ქალაქში ნახეთ პროგრამა.
მასალის გამოყენების პირობები