„დაიცავი ილიაუნის” ლაივსტრიმის ფარგლებში, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად,
„ერთი მილიონი — თანხა, რომელიც შეუძლებლად ჟღერდა. თანხა, რომელიც ქართველმა ხალხმა სიყვარულით, ერთობითა და სოლიდარობით შეაგროვა. ეს მილიონი ლარი ნიშნავს სასუნთქ აპარატებს, ადაპტირებულ საწოლებსა და ეტლებს, მედიკამენტებს, აუცილებელ ოპერაციებსა და მასაჟებს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — შანსს, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებმა ყოველდღიური ბრძოლა გააგრძელონ. ეს მილიონი ხალხის გამარჯვებაა“, — აცხადებენ ორგანიზატორები.
შეგროვებული თანხა სრულად მოხმარდება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის
მქონე ბავშვების ყოველდღიურ საჭიროებებს — სასუნთქ აპარატებსა და მათი
მუშაობისთვის აუცილებელ გენერატორებს, მედიკამენტებს, ადაპტირებულ
საწოლებსა და ეტლებს, ასევე სხვადასხვა ოპერაციას, მათ შორის
ხერხემალზე ჩასატარებელ ქირურგიულ ჩარევებს.
დონაციის ანგარიშები:
TBC: GE20TB7881145068100026
საქართველოს ბანკი: GE49BG0000000611756133
ქისა:
www.kisa.ge“, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები