ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნატალია თურქაძის სარჩელი დააკმაყოფილა
— სკოლის დირექტორს გათავისუფლებული პედაგოგის სამსახურში აღდგენა,
ხოლო სკოლას განაცდურის ანაზღაურება დაევალა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე
ჯემალ
გელოვანმა მიიღო.
„ეს ჩემი მშობლიური სკოლაა და აუცილებლად დავბრუნდები“, — აცხადებს
ნატალია თურქაძე.
ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის პედაგოგი ამავე სკოლის დირექტორმა
ეკატერინე დოლიძემ, სამსახურიდან მიმდინარე წლის თებრვალში
გაათავისუფლა. სამსახურიდან გაშვების მიზეზად
კურსდამთავრებულებისგან სამოგზაურო საჩუქრის მიღება
დაასახელა.
გათავისუფლებულ პედაგოგს მხარდაჭერას კოლეგები, მშობლები და
მოსწავლეები
უცხადებდნენ.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები