დღეს, ქუთაისის საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლების საქმეზე
გადაწყვეტილებას, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ
გელოვანი დღეს გამოაცხადებს.
საქმე ეხება ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგის ნატალია
თურქაძის საქმეს, რომელიც ამავე სკოლის დირექტორმა ეკატერინე
დოლიძემ სამსახურიდან გაათავისუფლა. მიზეზად კი, უკვე
კურსდამთავრებული მოსწავლეების მხრიდან საჩუქრის მიღება
დაასახელა.
ნატალია თურაძე სამსახურში აღდგენას და განაცდურის
ანაზღაურებას ითხოვს.
პედაგოგის გათავისუფლების შესახებ ბრძანება დირექტორმა 23 თებერვალს
გამოსცა, რის შესახებაც პედაგოგმა მომდევნო დღეს, 24 თებერვალს,
სკოლაში ყოფნისას შეიტყო.
სკოლიდან გათავისუფლებულ პედაგოგს კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები
მხარდაჭერას უცხადებენ.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები