2020 წელს არსებობდა მსჯელობა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული
შენობის გადატანაზე, თუმცა გადაწყვეტილება არ მიღებულა. საპარტნიორო
ფონდში, რომელსაც შენობა გადაეცა, ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავდნენ,
რომ
„ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რა ფუნქცია
უნდა მოეძებნოს შენობას. ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება მერიის
გადმოწევა, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ
არის.“
მთავრობის ყოფილი სახლი ერთ-ერთია იმ უწყებებს შორის, რომლებიც „ოცნების“
ხელისუფლებამ იმავე თანმიმდევრობით დააბრუნა თბილისში, რა
თანმიმდევრობითაც ადრე ქუთაისში გადაიტანეს.
მასალის გამოყენების პირობები