ახალი ამბები
"აქ დგომა სამარცხვინოდ მიმაჩნია" - დაზიანებული გაჩერებები ქუთაისში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში ავტობუსის გაჩერებების ნაწილი  დაზიანებულია.

მოქალაქეების თქმით, გაჩერებების ნაწილი არც წვიმისგან და არც მზსგან იცავს მათ. 

"აქ დგომაც კი სამარცხვინოდ მიმაჩნია, ისეთი მოუწესრიგებლობაა. გასაგებია, რომ თვითონ არ აზიანებენ, მაგრამ ზომები ხომ უნდა მიიღონ  ან ვიდეოთვალი დააყენონ და დააჯარიმონ, ან რაიმე სხვა გამოსავალი მოიფიქრონ“, — ამბობენ ისინი.

მათი შეფასებით, პრობლემად რჩება როგორც მოვლა-პატრონობა, ისე შესრულებული სამუშაოების ხარისხი.



ქალაქში ახალი ტიპის საავტობუსო გაჩერებების მოწყობა აქტიურად 2022 წელს დაიწყო, როდესაც ახალი მუნიციპალური ავტობუსების სისტემაც ამოქმედდა. სწორედ ამ პერიოდში დამონტაჟდა თანამედროვე გაჩერებები და ელექტრონული ტაბლოები, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის განახლების პროექტის ნაწილი იყო.

გეგმავენ თუ არა დაზიანებული გაჩერებების მოწესრიგებას? — ამ კითხვით მერიას მივმართეთ, თუმცა ჩვენს კითხვას პასუხი არ გასცემია.
Print