ახალი ამბები
ნახევარმილიონიანი რეაბილიტაციის შემდეგ კოლხური შადრევანი ისევ დაზიანებულია
FaceBook
ქუთაისის მთავარი სავიზიტო ბარათი — კოლხური შადრევანი — ისევ დაზიანებულია.
მიუხედავად იმისა, რომ მონუმენტს რეაბილიტაცია 4 წლის წინ ჩაუტარდა და ნახევარ მილიონზე მეტი  დაიხარჯა, დღეს შადრევნის ფიგურების ნაწილზე დაზიანებები, ჩამოცვენილი საფარი და დაბინძურებული ზედაპირები კვლავ თვალშისაცემია.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია რამდენიმე დეკორატიული ელემენტი, რომელთაც ოქროსფერი საფარი დაზიანებული აქვთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ შადრევანი, რომელიც ტურისტებისთვის ქუთაისის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო უნდა იყოს, მოუვლელობის შთაბეჭდილებას ტოვებს.

კოლხური შადრევნის რეაბილიტაცია 2021/2022 წელს ჩაუტარდა.   

პროექტის ფარგლებში, მოპირკეთდა შადრევნის დაზიანებული მოზაიკური ნაწილი, შეიცვალა განათების და წყლის მიწოდების სისტემა, რეაბილიტირდა შადრევნის მონუმენტური ნაწილი - ქანდაკებები, რისთვისაც 526 699 ლარი დაიხარჯა.

ქუთაისის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, ცენტრალურ მოედანზე მდებარე კოლხური შადრევანი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 2011 წელს  მოეწყო.

პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა რკინა-ბეტონის 30 კონსტრუქცია, რომლებზეც კოლხური ქანდაკებები დაიდგა.

Print