ახალი ამბები
მედიათეკის შენობა KIU-ს გადაეცემა — ქუთაისში ახალი საუნივერსიტეტო სივრცე უნდა მოეწყოს
FaceBook
ქუთაისის მერია, ქლაქის ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე მედიათეკის შენობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) ორი წლის ვადით უსასყიდლოდ გადასცემს.

გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნულ სივრცეში ახალი პროექტი — „ქუთაისი – საუნივერსიტეტო ქალაქი“ განხორციელდება. პროექტის კონცეფცია ქუთაისის მერიისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობით არის შემუშავებული და მიზნად ისახავს ქალაქის, როგორც საუნივერსიტეტო ცენტრის, პოპულარიზაციასა და მისი აკადემიური პოტენციალის გაძლიერებას.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ცაგარელის განმარტებით, ახალი სივრცე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის სტატუსის უფრო გამყარებას, ასევე, უნივერსიტეტის პოპულარიზაციასაც. მხარეებს შორის შესაბამისი მემორანდუმი უკვე გაფორმებულია.

ახლმა სივრცემ უნდა გააერთიანოს 4 საგანმანათლებლო ზონა: ციფრული უნარების, ხელოვნური ინტელექტის და STEM სისტემების ზონა; კულტურული, სოციალური და შემეცნებითი ზონა; ახალგაზრდების მომსახურებების ზონა; დასვენების, კომუნიკაციის და შეხვედრების ზონა.

ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მედიათეკის შენობა დაახლოებით 15-მილიონიანი რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო და მისი თავდაპირველი დანიშნულება ახალგაზრდებისთვის თანამედროვე, მრავალფუნქციური საგანმანათლებლო სივრცის შექმნა იყო.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შპს
10:59 / 23.04.2026

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შპს "საქნახშირს" მისი ყოფილი თანამშრომლისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

2024 წლის აღწერის მონაცემებით, ქუთაისში ქალების წილი მოსახლეობაში
54%-ს შეადგენს, რაც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.
12:49 / 22.04.2026
2024 წლის აღწერის მონაცემებით, ქუთაისში ქალების წილი მოსახლეობაში 54%-ს შეადგენს, რაც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.