ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის გათავისუფლებულმა პედაგოგმა სასამართლოში
დავა დაიწყო.
ნატალია თურქაძემ სარჩელი უკვე შეიტანა. ახლა სასამართლომ უნდა
დაადგინოს, რამდენად კანონიერი იყო მისი სამსახურიდან
გათავისუფლება.
პედაგოგის უფლებადამცველის ვალერი თევდორაძის თქმით, სკოლიდან
გათავისუფლებული მასწავლებელი გათავისუფლების ბრძანების ბათილობას,
სამუშაოზე აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას
ითხოვს.
„ჩემი გათავისუფლების გადაწყვეტილება არასწორია. სასამართლომ უნდა
გაარკვიოს ეს საქმე და ამის შემდეგ დადგება ჩემი სამსახურში აღდგენის
საკითხიც“, – ამბობს პედაგოგი.
36-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ეკატერინე დოლიძემ ნატალია თურქაძე
სამსახურიდან გაათავისუფლა.
ბრძანება დირექტორმა 23 თებერვალს გამოსცა, რის შესახებაც თავად
მომდევნო დღეს, 24 თებერვალს, სკოლაში ყოფნისას შეიტყო.
სკოლიდან გათავისუფლებულ პედაგოგს კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები
მხარდაჭერას უცხადებენ.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები