ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
წინასწარი შეფასებით, ადგილზე მიმდინარეობს ძველმეწყრული სხეულის
რეაქტივაცია, – განაცხადა გეოლოგმა ანრი ნამიჭეიშვილმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მეწყრული პროცესი აქტიურ ფაზაშია და
გრძელდება დაკვირვება.
„მონიტორინგს ახორციელებს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის
დეპარტამენტის სამი ჯგუფი: მიმდინარეობს საველე გეოლოგიური
დაკვირვებები და დრონით მონიტორინგი, რათა განისაზღვროს მეწყრის
გადაადგილების დინამიკა და ზონები. სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად,
მოსახლეობა სტიქიის ზონიდან უსაფრთხოდ გაიყვანეს. ამ ეტაპზე მეწყრული
პროცესი აქტიურ ფაზაშია და ვაგრძელებთ დაკვირვებას“, – აღნიშნა
ნამიჭეიშვილმა.
12 მარტს ტყიბულის სოფელ კურსებში ჩამოწოლილმა მეწყერმა 10
საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაანგრია. სტიქიის ზონიდან გამოყვანილი
45 ოჯახი.
სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში განვითარებული
მეწყრული პროცესების გამო შექმნილი საგანგებო შტაბი მუშაობას
24-საათიან რეჟიმში აგრძელებს.
ადგილზე გეოლოგები მუშაობენ და 58 ჰექტარ ტერიტორიაზე მეწყრული
პროცესების მონიტორინგსა და დაკვირვებას ახორციელებენ.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები