ახალი ამბები
მეწყრის შედეგად ტყიბული–ქუთაისის გზაზე მოძრაობა შეზღუდულია
FaceBook
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში,   12 მარტს,  ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაზიანდა ტყიბული–ქუთაისის ცენტრალური ავტომაგისტრალი,
რის გამოც ამ დროისთვის ტყიბულიდან ქუთაისის მიმართულებით ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.

ამ დროისთვის ტრანსპორტის ნაწილი ქუთაისის მიმართულებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის გავლით გადაადგილდება, ნაწილი კი სოფელ კურსების შემოვლითი გზით სარგებლობს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება მოძრაობა ცენტრალური ავტომაგისტრალის დაზიანებულ მონაკვეთზე.

12 მარტს, მეწყერი განვითარდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში, რის შედეგადაც 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა.

ტიქიის შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც ადგილზე ვითარებას კოორდინაციას უწევს.

ტყიბულის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ სტიქიის ზონაში გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის დაუკავშირდნენ

ცხელ ხაზს შემდეგ ნომრებზე: 599 27 32 50 ან 574 22 81 02.



ამავე თემაზე:






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის
11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე
სამ პირს ბრალი წაუყენა.
14:25 / 09.08.2026

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია
2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.
12:22 / 09.08.2026

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია 2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.