ქუთაისში, ერთ-ერთ კლინიკაში 20 წლის გოგონას გარდაცვალებაში
ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ.
მათი ინფორმაციით, ლიკა ტალახაძემ ორი კვირის წინ სენაკის სამშობიარო
სახლში იმშობიარა. მოგვიანებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა
დამძიმდა, რის შემდეგაც ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი
გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომხდარის შემდეგ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან დაძაბული ვითარება
შეიქმნა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები შემთხვევის სრულ და ობიექტურ
გამოძიებას ითხოვენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს,
რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები