ახალი ამბები
ტყიბულში სტიქიის ზონაში საგანგებო შტაბი შეიქმნა
FaceBook
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც ადგილზე ვითარებას კოორდინაციას უწევს.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და შესაბამისი ტექნიკა.

ამავდროულად, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების სამი ჯგუფი სწავლობს მეწყრული მასების დინამიკას, რათა შეფასდეს არსებული მდგომარეობა და სამომავლო რისკები.

სტიქიის გამო, ქუთაისი (მოწამეთა) – ტყიბული – ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-6 კილომეტრზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აკრძალულია.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ავტოტრანსპორტი დროებით სოფელ მაღაროს გავლით გადაადგილდება.

ტყიბულის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ სტიქიის ზონაში გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის დაუკავშირდნენ

ცხელ ხაზს შემდეგ ნომრებზე: 599 27 32 50 ან 574 22 81 02.

დღეს, 12 მარტს,   ტყიბულის სოფელ კურსებში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის შედეგად 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა. 38 ოჯახის კი ევაკუაცია მოხდა. ადგილზე სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. 

სტიქიის ადგილზე  იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი და ტყიბულის მერი დავით კუბლაშვილი იმყოფებოდნენ. 

ამავე თემაზე:







Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ
დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.
16:49 / 10.09.2026

„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი
საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და
მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ
არის.
14:16 / 07.09.2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.