მეწყერი განვითარდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში,
ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში, რის შედეგადაც 5 საცხოვრებელი
სახლი დაინგრა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მეწყრული ზონიდან 38 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებული
არავინაა. დაზარალებული ოჯახების სასტუმროებში განთავსებას ტყიბულის
მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.
მეწყრულ ზონაში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის იმერეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და შესაბამისი
სამსახურები.
მასალის გამოყენების პირობები