სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში გარემოსთვის საშიში ნივთიერების ან
ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ბრალდებით სამი პირი
დააკავეს.
ამის შესახებ "ქუთაისიპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში
განუმარტეს.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 288-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარემოსთვის
საშიში ნივთიერების ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევას
გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამტრედიაში, ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში,
სხეულის ამპუტირებული ნაწილები იყო აღმოჩენილი.
მასალის გამოყენების პირობები