ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლაში გათავისუფლებული პედაგოგის მხარდასაჭერი
აქცია გრძელდება.
"დაგვიბრუნეთ ნატალია მასწავლებელი", - ამ
შინაარსის პლაკატებით დილით სკოლასთან ისევ შეიკრიბენენ
მოსწავლეები და მშობლები.
ისინი პედაგოგის სამსახურში აღდგენას ითხოვენ.
36-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ეკატერინე დოლიძემ ნატალია თურქაძე
სამსახურიდან გაათავისუფლა. გათავისუფლების მიზეზად მშობლების მიერ
შეგროვებული თანხის მიღება დასახელდა.
პედაგოგი ნატალია თურქაძე აცხადებს, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად
სასამართლოში იდავებს. მისი თქმით, უკვე მიმართა სკოლას და გამოითხოვა
დისციპლინური საბჭოს მიერ შესწავლილი მასალები, რომლის
მიწოდებისთვისაც ადმინისტრაციას შვიდდღიანი ვადა
აქვს.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები