ახალი ამბები
ქუთაისში "გუბერსკის ციხის" ყოფილი შენობის დემონტაჟი დაიწყო
FaceBook

ქუთაისში "გუბერსკის ციხის" ყოფილი შენობის ნგრევა დაიწყო.


როგორც ცნობილია, შენობის დემონტაჟის ნებართვა ქუთაისის მერიის შესაბამისმა სამსახურმა გასცა.
ისტორიული დანიშნულების მქონე ობიექტის დემონტაჟი ადგილობრივების უკმაყოფილებას იწვევს, რადგან შენობა ქალაქის ურბანული მემკვიდრეობის ნაწილად მიიჩნეოდა.

არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ტაბიძის ქუჩაზე არსებული ციხის ყოფილი შენობის დემონტაჟი დასრულდება, მის ადგილზე შპს "იბერია სტარ გრუპი" საცხოვრებელი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას დაიწყებს.

კერძოდ, "ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, ციხის ტერიტორიაზე რამდენიმე კორპუსი აშენდება. ტერიტორიის განაშენიანების გეგმის დოკუმენტის მიხედვით, 6 სართულზე მეტი სიმაღლის არცერთი მათგანი არ იქნება

"გუბერსკის ციხის" შენობა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, ქონების ეროვნულმა სააგენტომ გასაყიდად აუქციონზე 2019 წელს გაიტანა. საწყისი ფასი 3 490 000 ლარი იყო, თუმცა, მაშინ მისი შეძენით არავინ დაინტერესებულა. შემდეგ კი ქონება ქუთაისელმა ბიზნესმენმა, დავით კოსტავამ 1 750 000 ლარად შეიძინა. ქუთაისის ბიუჯეტმა აქედან თანხის მხოლოდ 35% მიიღო, დანარჩენი კი ცენტრალურ ბიუჯეტს დარჩა.

ყოფილი ციხის ტერიტორიაზე რამდენიმე კორპუსი აშენდება. ტერიტორიის განაშენიანების გეგმის დოკუმენტის მიხედვით, 6 სართულზე მეტი სიმაღლის არცერთი მათგანი არ იქნება

"გუბერსკის ციხის" შენობა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, ქონების ეროვნულმა სააგენტომ გასაყიდად აუქციონზე 2019 წელს გაიტანა. საწყისი ფასი 3 490 000 ლარი იყო, თუმცა, მაშინ მისი შეძენით არავინ დაინტერესებულა. შემდეგ კი ქონება ქუთაისელმა ბიზნესმენმა, დავით კოსტავამ 1 750 000 ლარად შეიძინა. ქუთაისის ბიუჯეტმა აქედან თანხის მხოლოდ 35% მიიღო, დანარჩენი კი ცენტრალურ ბიუჯეტს დარჩა.

ამავე თემაზე:




 

Print