ახალი ამბები
84 წლის უსინათლო მოხუცი დახმარებას ითხოვს
FaceBook
ავარიული კედლები და სახურავი მოხუცის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარში, სოციალურად დაცუველი ვენერა ყვავაძე ნახევრადდანგრეული სახლში ცხოვრობს,  სადაც კედლები და სახურავი ავარიულია და მოხუცის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

"განსაკუთრებით წვიმიან და ქარიან ამინდში მგონია რომ დილამდე ვეღარ მივაღწევ და კედლები თავზე ჩამომენგრევა," - ამბობს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ვენერა ყვავაძე.

ვენერა ყვავაძეს თქმით,  მისი საცხოვრებელი სახლი 12 წლის წინ ძლიერმა ქარმა დააზიანა.  თუმცა , მას შემდეგ სოციალურად დაუცველმა  საკუთარი სახსრებით სახლის შეკეთება ვერ შეძლო და დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა.

"აღარ მახსოვს რამდენჯერ მივმართე თხოვნით გამგეობას, თუმცა მათგან ამ დრომდე არანაირი დახმარება არ მიმიღია," - ამბობს ვენერა ყვავაძე.

ვენერა ყვავაძეს შემპოსავალი მხოლოდ პესნია და სოციალური დახმარებაა.

როგორც ვანის გამგეობაში ამბობენ ,ვენერა ყვავაძის სახლი არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას, რის გამოც 2012 წელს ზეინდრის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ტატიანა ყვავაძეს, რომელიც არის ვენერა ყვავაძის ოჯახის წევრი (რძალი) სახელმწიფომ სიმბოლურ ფასად (ერთ ლარად), მრავალსულიანი ოჯახის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, საკუთრებაში გადასცა შენობა -ნაგებობა საერთო ფასით 95.8 კვ.მ.

რა პირობებში ცხოვრობს 84 წლის სოციალურად დაუცველი უსინათლო მოხუცი, ნახეთ ფოტორეპორტაჟი
Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე დაწყებულ ფიზიკურ დაპირისპირებას
სროლა მოჰყვა.
21:36 / 15.06.2021

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე დაწყებულ ფიზიკურ დაპირისპირებას სროლა მოჰყვა.

Რიონის ხეობაში, გუმათჰესთან
კარვები სამართალდამცველებმაც გაშალეს.
17:44 / 15.06.2021
Რიონის ხეობაში, გუმათჰესთან კარვები სამართალდამცველებმაც გაშალეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.