ახალი ამბები
თერჯოლაში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს
FaceBook
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში,
შსს-ს თანამშრომელმა და მისმა თანმხლებმა ორმა პირმა, ჯგუფური
ძალადობა განახორციელეს და ურთიერთშელაპარაკებისას, სიტყვიერი და
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამავე რესტორანში მყოფ შსს-ს დაცვის
პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს და მათ თანმხლებ პირს.
10:21 / 21.01.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, შსს-ს თანამშრომელმა და მისმა თანმხლებმა ორმა პირმა, ჯგუფური ძალადობა განახორციელეს და ურთიერთშელაპარაკებისას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამავე რესტორანში მყოფ შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს და მათ თანმხლებ პირს.
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის
ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო
პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით
იმუშავებს.
17:07 / 20.01.2026
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.