ახალი ამბები
სამტრედია-ზუგდიდის გზის მშენებლობისათვის პროექტის მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
FaceBook
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, სამტრედია-ზუგდიდის გზის მშენებლობისათვის პროექტის მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

უწყების ინფორმაციით, პროექტი დაყოფილია სამ მონაკვეთად: სამტრედია-ფოთის კვანძი, ფოთის კვანძი-ანაკლიის კვანძი და ანაკლიის კვანძი-ზუგდიდი-რუხის მონაკვეთი.

"სამტრედია–ფოთის კვანძის მონაკვეთი იწყება ქალაქ სამტრედიაში, თითქმის პარალელურად მიუყვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზას სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან და სრულდება სოფელ თეკლათთან, ფოთის კვანძთან, სადაც უერთდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი–სარფის საავტომობილო გზას. მონაკვეთის სიგრძე დაახლოებით 34.4 კილომეტრია.

ფოთის კვანძი–ანაკლიის კვანძის მონაკვეთის სიგრძე დაახლოებით 23 კილომეტრია. ის წარმოადგენს წინა მონაკვეთის გაგრძელებას, სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან თითქმის პარალელურად მიუყვება თბილისი–სენაკი–ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის გზას და ანაკლიის კვანძთან სრულდება

დაახლოებით 19.3 კილომეტრიანი ანაკლიის კვანძი–ზუგდიდი–რუხის მონაკვეთი ფოთის კვანძი–ანაკლიის მონაკვეთის გაგრძელებაა, მიუყვება თბილისი–სენაკი–ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის გზას დასავლეთის მხრიდან და სრულდება სოფელ რუხში, სადაც კვლავ უერთდება აღნიშნულ საერთაშორისო მაგისტრალს

საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს სამტრედია–ფოთის კვანძი–ანაკლიის კვანძი–ზუგდიდი–რუხის მონაკვეთის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასა და შესაბამისი საავტორო ზედამხედველობის მომსახურების გაწევას",- აღნიშნულია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

პროექტის მომზადების ვადა 24 თვეს შეადგენს.

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2026 წლის 24 თებერვლის 18:00 საათისა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის
ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო
პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით
იმუშავებს.
17:07 / 20.01.2026
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებს.
16:27 / 20.01.2026
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" მაღაროელების საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.