ახალი ამბები
4 და 6 წლით პატიმრობა ჭიათურელ მაღაროელებს - ქუთაისის სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება
FaceBook
ჭიათურაში დაკავებული მაღაროელები წარდგენილ ბრალდებაში დამაშავედ ცნეს და მათ 4 და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა დღეს, 20 იანვარს გამოაცხადა.

გადაწყვეტილების თანახმად, მაღაროელებისთვის გამოტანილი საპატიმრო სასჯელი ასეთია:

მერაბ სარალიძე - 6 წელი და 3 თვე;
გიორგი ნეფარიძე - 6 წელი და 3 თვე;
თენგიზ გველესიანი - 4 წელი და 3 თვე;
არჩილ ჭუმბურიძე - 4 წელი და 3 თვე.

განაჩენის გამოცხადებისთვის ქუთაისში ჩასულები იყვნენ დაკავებულების თანამოაზრეები, რომლებმაც სხდომის შემდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.

საქმე ეხება 2025 წლის 28 აპრილს ჭიათურის პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მომხდარ ინციდენტს.

პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი შუქრუთის მაღაროს დირექტორს, თენგიზ კობერიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ბრალად ედებოდა შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა [225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილი], ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს – ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა [225-ე მუხლის მე-2 ნაწილი].
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2025 წლის განმავლობაში სტერილიზაცია/კასტრაცია ჯამში 11 514 მიუსაფარ
ძაღლსა და კატას ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო
ავრცელებს.
14:00 / 21.04.2026
2025 წლის განმავლობაში სტერილიზაცია/კასტრაცია ჯამში 11 514 მიუსაფარ ძაღლსა და კატას ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.
ქუთაისის მერია, ქლაქის ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე
მედიათეკის შენობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) ორი
წლის ვადით უსასყიდლოდ გადასცემს.
13:40 / 21.04.2026
ქუთაისის მერია, ქლაქის ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე მედიათეკის შენობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) ორი წლის ვადით უსასყიდლოდ გადასცემს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.