ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილმა 159 პატიმარი შეიწყალა
FaceBook
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს.

დღეს დილიდან, რუსთავისა და გლდანის ციხეებთან, საპროტესტო დემონსტრაციებთან დაკავშირებით დაპატიმრებულთა ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ელოდებიან შეწყალების აქტს, თუმცა, როგორც ამბობენ, თითქმის ნულოვანი იმედით.

უცნობია ვინ არიან შეწყალებული პირები, რადგან ადმინისტრაციას მათი სია არ გაუსაჯაროებია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო,
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური
რეჟიმებია დაწესებული.
11:05 / 19.01.2026
ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს, დასავლეთ
საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე, აღმოსავლეთ
საქართველოში, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის
სახით.
14:15 / 16.01.2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს, დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე, აღმოსავლეთ საქართველოში, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.