ახალი ამბები
რიკოთის მაგისტრალურ გზაზე გარე განათების ქსელის კაბელები მოიპარეს
FaceBook
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე (რიკოთის მაგისტრალური გზა), გარე განათების ქსელის კაბელების დაზიანებისა და ქურდობის ფაქტები დაფიქსირდა.


გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას და ქმნის რეალურ საფრთხეს საავტომობილო მაგისტრალზე მოძრავი ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისთვის.

"ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი თითოეულ მსგავს ფაქტზე ახორციელებს დაუყოვნებელ რეაგირებას და დაზიანებულ მონაკვეთებზე გარე განათების ქსელის აღდგენის სამუშაოებს, თუმცა, აღდგენის პროცესი გარკვეულ დროს საჭიროებს და ამ პერიოდში გადაადგილების საფრთხე იზრდება.

13 იანვარს, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 185-ე კილომეტრზე, რამდენიმე ასეული მეტრი გარე განათების კაბელის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, ეცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რასაც მოჰყვა შესაბამისი რეაგირება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი თითოეულ მსგავს ფაქტზე გაამკაცრებს კონტროლს და დაუყოვნებლივ მიმართავს შესაბამის ორგანოებს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გასატარებლად.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან და ასევე, ნებისმიერი საეჭვო ფაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამის სამსახურებს",- აღნიშნულია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, შენობა,  სადაც წლების განმავლობაში სხვადასხვა
სახელმწიფო უწყებები ფუნქციონირებდა, ახლა უყურადღებობით
ნადგურდება.
12:29 / 28.05.2026

ქუთაისში, შენობა,  სადაც წლების განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები ფუნქციონირებდა, ახლა უყურადღებობით ნადგურდება.

ჭიათურის თეატრის რეაბილიტაციაზე 13 660 231 ლარი
იხარჯება, თუმცა პროექტი უკვე ორი წელია გრძელდება და სამუშაოები ჯერ
კიდევ არ დასრულებულა. მიზეზად პროექტში შეტანილი დამატებითი
ცვლილებები სახელდება.
12:14 / 27.05.2026

ჭიათურის თეატრის რეაბილიტაციაზე 13 660 231 ლარი იხარჯება, თუმცა პროექტი უკვე ორი წელია გრძელდება და სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მიზეზად პროექტში შეტანილი დამატებითი ცვლილებები სახელდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.