ახალი ამბები
"ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს ნარკოტიკული საშუალება, საიდანაც ნაწილი, ქუთაისში, სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსეს"
FaceBook
საქართველოს პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 395.042 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი (ფუძე)“, საიდანაც ნაწილი, ქუთაისში, სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსეს. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, თბილისი–სენაკი–ლესელიძის
საავტომობილო მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე (რიკოთის მაგისტრალური
გზა), გარე განათების ქსელის კაბელების დაზიანებისა და ქურდობის
ფაქტები დაფიქსირდა.
11:50 / 15.01.2026
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე (რიკოთის მაგისტრალური გზა), გარე განათების ქსელის კაბელების დაზიანებისა და ქურდობის ფაქტები დაფიქსირდა.
დღეიდან, საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში საშობაო არდადეგები
დასრულდა.
10:59 / 15.01.2026
დღეიდან, საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში საშობაო არდადეგები დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.