ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავის
მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო.
ავიაკომპანია Wizz Air ბრატისლავა – ქუთაისი –ბრატისლავას
მიმართულებით ფრენებს კვირაში სამჯერ ასრულებს, ხოლო მარტიდან მეოთხე
სიხშირეს დაამატებს.
პირველი რეისით ბრატისლავადან ქუთაისში 192 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო
ქუთაისიდან ბრატისლავის მიმართულებით 237 მგზავრი გაფრინდა.
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ,
ბრატისლავა – ქუთაისის მიმართულება საქართველოსა და სლოვაკეთს შორის
პირველი პირდაპირი საჰაერო კავშირია.
მასალის გამოყენების პირობები