ახალი ამბები
ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო
FaceBook
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, მათი უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად შეესაბამება უახლეს საერთაშორისო სტანდარტებს, დიზაინი კი ეროვნული თემატიკის სიმბოლოებით არის დატვირთული.

აღსანიშნავია, რომ საიდენტიფიკაციო დოკუმენტის საფასური იგივე რჩება, ხოლო ვადიანი მოწმობების მფლობელები ვალდებული არ არიან შეცვალონ ისინი ახლით.

"განახლებული პირადობის ელექტრონული მოწმობა შეიცავს მფლობელის თითის ანაბეჭდებს. მასზე ასევე განთავსებულია QR კოდი, რომლის დასკანერებისას შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის მიღება: დოკუმენტის ნომრისა და სტატუსის, პირის რეგისტრაციის მისამართის, ასევე, დოკუმენტის მფლობელის მოთხოვნით - სტუდენტის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ.

დაინტერესებულ პირებს ახალ ID ბარათზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში, ასევე, დისტანციურად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით",- აღნიშნულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ მიერ გაცემულ გრანტებზე
„გრანტების შესახებ“ კანონის მოთხოვნები არ  გავრცელდება.
აგრეთვე ,  საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებების მიერ გაცემული
გრანტებისთვის საქართველოს მთავრობის თანხმობა საჭირო აღარ იქნება.
13:43 / 15.04.2026
„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ მიერ გაცემულ გრანტებზე „გრანტების შესახებ“ კანონის მოთხოვნები არ  გავრცელდება. აგრეთვე ,  საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებების მიერ გაცემული გრანტებისთვის საქართველოს მთავრობის თანხმობა საჭირო აღარ იქნება.
1989 წლის 9 აპრილი ქართული ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და
ამავე დროს გმირული დღეა.
11:09 / 09.04.2026
1989 წლის 9 აპრილი ქართული ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავე დროს გმირული დღეა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.